ბათუმში დაკარგული ბიჭის დედა პოსტს აქვეყნებს
1764696759
სადღესასწაულო სეზონისთვის მომზადებაში OpenAI-ც გვეხმარება და ChatGPT Shopping Research-ის ახალ ფუნქციას უშვებს. ასე თავის ჩეტბოტს პერსონალიზებული მრჩევლის როლს აკისრებს, რათა საჩუქრების შერჩევასა და საუკეთესო შეთავაზებების პოვნაში დაგვეხმაროს.
ოღონდ ბმულების სიების შეთავაზების ნაცვლად, სისტემა მომხმარებლებს ბიუჯეტის, მიზნობრიობისა და აუცილებელი მახასიათებლების შესახებ ჰკითხავს. სწორედ ამ ეტაპის შემდეგ შეადგენს სახელმძღვანელოს, რომელიც სპეციფიკაციებს, შეფასებებს, ფასებს და ხელმისაწვდომობას ერთ, სტრუქტურიზებულ პასუხში გააერთიანებს.
Introducing shopping research, a new experience in ChatGPT that does the research to help you find the right products.
— OpenAI (@OpenAI) November 24, 2025
It’s everything you like about deep research but with an interactive interface to help you make smarter purchasing decisions. pic.twitter.com/jksGVpCXGm
ფუნქცია ხელმისაწვდომია როგორც მობილური, ისე ვებ ვერსიის დარეგისტრირებული მომხმარებლებისთვის, არ აქვს მნიშვნელობა, უფასო ვერსიას იყენებთ, Go-ს, Plus-ს თუ Pro-ს. მას შემდეგ, რაც მაგალითად ხმის ჩამხშობი სისტემის მქონე ყურსასმენის მოძიებას მოსთხოვთ ჩეტბოტს, ხელსაწყო დაასკანერებს ამჟამინდელ საჯარო მონაცემებს და შემდგომ პრაქტიკულ პასუხს მოგაწვდით, თავისივე დადებითი და უარყოფითი მხარეებით.
სისტემა GPT-5-ის გაუმჯობესებულ მინი ვერსიაზე მუშაობს, რომელიც სპეციალურად პროდუქტის შეფასების ამოცანებისთვისაა შექმნილი. კომერციასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე ფოკუსირებით, მოდელს შეუძლია, შეადაროს მახასიათებლები, აკონტროლოს ფასების დიაპაზონი და გამოყოს დადებითი თუ უარყოფითი მხარეები იმ საკვანძო სიტყვების გარეშე, რომლებსაც ჩვეულებრივ მომხმარებლები იყენებენ. თანაც, ფუნქციის გამოყენებას თითქმის შეუზღუდავად შეძლებთ სადღესასწაულო სეზონზე.
თანაც, მოდელს წინა საუბრების დამახსოვრება შეუძლია, რის გამოც რეკომენდაციები დროთა განმავლობაში კიდევ უფრო პერსონალიზებულიც შეიძლება გახდეს.