„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
2 ნოემბერს, ქუთაისში უნალექო ამინდი იქნება, დღისით +18 და ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი.
მზეა ოზურგეთშიც, დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +10. ბათუმშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით ჰაერი +21 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი ფოთში. დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი. მზიანი ამინდი იქნება ზუგდიდში, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიანი დღეა სოხუმში. +19 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაში უნალექო ამინდია ნავარაუდევი, დღისით +10 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში მზიანი ამინდია, ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდია ჭიათურაში, დღისით +19 გრადუსი, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში მზიან დღეს ვარაუდობენ. დღისით ჰაერი +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება.
ბორჯომშიც უნალექო დღეა, +15 ქნება დღისით, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ბაკურიანშიც, დღისით +9 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით -3 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან გორში, დღისით +19 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი 9 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი ამინდი იქნება ცხინვალშიც, ჰაერის ტემპერატურა +18 გრადუსი იქნება, ღამით კი 9 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურშიც მზიანი ამინდი იქნება, დღის განმავლობაში 8 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -2 გრადუსი იქნება. ომალოშიც მზიანი ამინდი იქნება, დღისით +11, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში მზიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20 გრადუსი იქნება, ღამით კი +11 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება თელავშიც, +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი.
მზიან ამინდს ვარაუდობენ გურჯაანშიც. დღისით +21 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება.
მზიანი დღეა მოსალოდნელი რუსთავში, დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისში მზიანი დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსი იქნება.