სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

არადეკლარირებული ოქრო

13-14 ნოემბერს, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „სარფი“, კანონდარღვევის 3 ფაქტი აღიკვეთა.

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობით, მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული 15 ცალი ოქროს ზოდი (საერთო წონა: 22 გრამი) და ოქროს საიუველირო ნაკეთობები (საერთო წონა: 160 გრამი) აღმოაჩინეს.

არადეკლარირებული საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 41 754 ლარი შეადგინა.

კანონდამრღვევი ერთი მოქალაქის საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო ორი კანონდამრღვევი მოქალაქე საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, ჯამში 21 376 ლარით დაჯარიმდა.