ცვლილება მათთვის, ვინც მაღაზიებში საბანკო ბარათით იხდის - როდიდან იქნება სიახლე
1762892292
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და რეალიზაციის ფაქტზე 7 პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალდება წარუდგინა. ასევე ერთ პირს ბრალდება ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე წარუდგინა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უკანონოდ შეიძინეს და ინახავდნენ ნარკოტიკულ საშუალება „ალფა-პვპ-ს“, „მეთადონს (ფუძე)“ და „გამომშრალ მარიხუანას“ . ასევე ერთ-ერთმა ბრალდებულმა უკანონოდ შეიძინა და ინახავდა ფსიქოტროპულ ნივთიერებას „პრეგაბალინს“. ბრალდებულებმა აღნიშნული ნივთიერებები დააფასოვეს, საიდანაც ნაწილი სხვადასხვა ლოკაციებზე განათავსეს. ორმა ბრალდებულმა კი ნარკოტიკული ნივთიერების რეალიზაცია განახორციელა. გატარებული ღონისძიებების შედეგად სამართალდამცავებმა ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები ამოიღეს.
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.