მოსკოვის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა

სასამართლო

მოსკოვის სასამართლომ რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლ ქართველს, გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯა.

„მოსკოვის პროკურატურის სახელმწიფო პროკურორის პოზიციის გათვალისწინებით, 48 წლის ქართველ დაქირავებულ მებრძოლ გურამ ბერუაშვილს 28 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიესაჯა, საიდანაც პირველი რვა წელი ციხეში, ხოლო დარჩენილი დრო მკაცრი რეჟიმის კოლონიაში უნდა მოიხადოს“, - ნათქვამია მოსკოვის პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ცნობით, ბერუაშვილი დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის მუხლებით, რომელიც ეხება შეიარაღებულ კონფლიქტში დაქირავებული პირის მონაწილეობას, რუსეთის სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის კონტრაბანდას, ტერორისტულ თავდასხმას, ასევე ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ნაწილებისა და საბრძოლო მასალის უკანონო გადაზიდვას, ტარებასა და შენახვას.