მიზანმიმართული ავტოავარიები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით - თაღლითური სქემა, რომელიც უკვე გაიშიფრა

ჯკ

მიზანმიმართული ავტოავარიები ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით - ასეთია სავარაუდო თაღლითური სქემა, რომელიც უკვე გაიშიფრა. სამართალდამცველებმა საქმეზე ორი პირი დააკავეს, იგივე სისხლის სამართლის საქმეზე უკვე წარდგენილი აქვს ბრალდება კიდევ 2 პირს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრებმა მათივე ავტომობილები განზრახ შეაჯახეს დაზარალებულთა ავტომობილებს. ხელოვნურად შექმნეს ვითარება, თითქოს და შემთხვევა დაზარალებულთა ბრალეულობით იყო გამოწვეული და ზიანის ანაზღაურების მიზნით, დაზარალებულებს საერთო ჯამში 6 420 ლარის ზიანი მიაყენეს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 7-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.