ცნობილი ბიზნესმენის შვილი ტრაგიკულად დაიღუპა
1753041300
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, სულხან თამაზაშვილმა, რეგიონში მიმდინარე ჯანდაცვის პროექტებზე გადაცემაში „იმედის კვირა“ ისაუბრა.
„ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი პრიორიტეტია ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა, ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის განვითარება. შესაბამისად, თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში - ხულოში, შუახევში, ქედაში და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია გადაუდებელი დახმარების ცენტრების მშენებლობა“, - განაცხადა სულხან თამაზაშვილმა.
53 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება აჭარაში ბათუმის N1 პოლიკლინიკისა და საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი შენობის აშენებისთვის და ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს გაფართოებისთვის.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა შუახევის, ხულოს, ქედისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში უკვე დასრულებულია. აღნიშნული პროექტები ხელს შეუწყობს რეგიონში ჯანდაცვის სისტემის განვითარებას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.