რატომ არ უნდა გადავყაროთ ნივრისა და ხახვის ფურცლები - გოგა მანიას რჩევები და საწინააღმდეგო პასუხი მოძღვრისგან

ხახვის ფურცლები

ეზოთერიკოსმა გოგა მანიამ დადებით და უარყოფით ენერგიებზე ,,ღამის პრაიმ-თაიმის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით, საღამოს საათებში, ნაგავი არ უნდა გადავყაროთ. გარდა ამისა, არ უნდა გადავყაროთ ხახვისა და ნივრის ფურცლები ნაგავში.

,,ხახვის და ნივრის ფურცლები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიყაროს ნაგავში. უნდა ავიღოთ ცალკე, დავმარხოთ ან მივუჩინოთ სხვა ადგილი. ენერგიების ფულად მიიჩნევა ხახვისა და ნივრის ფურცლები. თქვენ წარმოიდგინეთ, ჩვენს ვალუტას ვინმე ნაგავში რომ ყრიდეს", - ამბობს გოგა მანია. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სრულიად საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს სასულიერო პირს. 

დეკანოზ ალექსანდრე გალდავას თქმით, ეს არის ცრურწმენა.