გაყინული ხორცის გალღობის მარტივი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც ბევრმა არ იცის - სპეციალისტის რეკომენდაციები

გაყინული ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორი, თეა ჩალიგავა, გადაცემაში "შუადღე" საუბრობს, როგორ უნდა შევარჩიოთ ხორცი სწორად და რას უნდა მივაქციოთ ყურადღება მისი შეძენისას:

ხორცი სუფთა, დახურულ მაცივარში უნდა იყოს განთავსებული. დაცული უნდა იყოს ჰიგიენური პირობები. ასევე, ტემპერატურული რეჟიმები გათვალისწინებული უნდა იყოს. ახალი ხორცისთვის ეს 2-დან 6 გრადუსამდე, გაყინული ხორცის შემთხვევაში, -18 გრადუსია. ეტიკეტი აუცილებლად მოითხოვეთ. ეტიკეტი არის თანდართული დოკუმენტი, რომელზეც სარეალიზაციო დახლზე განთავსებული ხორცის შესახებაა ინფორმაცია. კერძოდ, რომელ ქვეყანაშია დაკლული, იმპორტირებულია თუ არა ხორცი, როდის დამზადდა და ასე შემდეგ.

გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ისიც, რომ როდესაც ხორცს შევიძენთ, ამ ხორცით მთელი ქალაქი არ მოვიაროთ. დილით რომ ვიყიდით, საღამოს არ უნდა მივიტანოთ სახლში. თუ თერმოჩანთით დადიხართ, ჰიგიენური პირობები დაცულია, გაქვთ იმის უზრუნველყოფის საშუალება, რომ ტემპერატურა დაიცვათ, მაშინ პრობლემას არ წარმოადგენს.

დაუშვებელია, სურსათი, რომელიც საყინულეში შევდეთ, გავალღოთ და შემდეგ ისევ გავყინოთ. თუ ახალი ხორცი შევიძინეთ, დიდი ულუფაა და ერთი კერძისთვის არ გვინდა, ამდენის გამოყენება, დიასახლისს შეუძლია, დაანაწილოს და მაშინვე გაყინოს.