როგორი იქნება 2026 წელი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის
1765138585
ინდური ხალხური მედიცინის „აიურვედას“ ექსპერტი არუნ ხათრი საზოგადოებას პერიოდულად სასარგებლო ინფორმაციას უზიარებს „იუთუბის“ საკუთარ არხზე. იგი ოჯახთან ერთად წლებია საქართველოში ცხოვრობს და ქართულ ენასაც კარგად ფლობს.
მისი მეუღლე ქართველია, წყვილს სამი შვილი ჰყავს. ამჯერად, არუნ ხათრი ახალ ვიდეოს აქვეყნებს და ჭინჭრის ფოთლის უნიკალურ თვისებებზე საუბრობს. მისი თქმით ჭინჭრის ფოთლით შესაძლებელია 60 დაავადების განკურნება.
„ჭინჭრის ფოთოლი სასარგებლოა, როგორც კაცისთვის, ასევე ქალისთვის განსაკუთრებით კი 40 წელს გადაცილებული ადამიანისთვის. თუ გაწუხებთ სახსრების ტკივილი გაწუხებთ, კაცებს თუ აქვთ პროსტატის პრობლემა, გაქვთ თავზე ფსორიაზი შეგიძლიათ ჭინჭრის ნახარშით თავის დაბანა. ასევე ჭინჭრის ჩაი კარგია დედებისთვის, რომლებსაც ჰყავთ ახალშობილი და არ აქვთ საკმარისი რძე. ასევე ჭინჭარში შედის რკინა, ადამიანი რომელსაც აქვს რკინის დეფიციტი მიიღეთ ჭინჭრის ჩაი. ერთადერთი გამონაკლისი არის ფეხმძიმე ადამიანი, ვინც არ უნდა მიიღოს ჭინჭარი“, - ამბობს არუნ ხათრი.