ამოირჩიე ფერი და გაიგე როგორი მამაკაცები შეგეფერებიან

ფერები

ეს მარტივი, მხიარული და ამავდროულად, ზუსტი ტესტი დაგეხმარება, გაერკვე, თუ როგორი ტიპის მამაკაცები გესაჭიროება. ფერის არჩევისას ნუ წარმოიდგენ ამ ფერის სამოსს, ან რას შეუხამებ მას; უბრალოდ, აირჩიე ამ სამი ფერიდან ის, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონს:


  

 
 
 
 
 
 
თუ მწვანე ფერი აირჩიე

შენ წინაშე ყველაზე გულჩათხრობილი მამაკაციც კი ბავშვივით გულღია გახდება. შენ გაქვს ნიჭი, ადამიანები სასიამოვნო საუბრისთვის განაწყო. დამპყრობელი კი არ ხარ, არამედ ქალი-ატმოსფერო, რომელიც მყუდრო, თბილ გარემოს უქმნის ადამიანებს.

შენ გაქვს მოსმენისა და თანაგრძნობის უნარი. შენთან ყველა ადამიანი იპოვის სულიერ სიმშვიდეს. ყველასთვის "შინაური" ხდები.

დაფიქრდი, რა შეუძლია მამაკაცს, რომ მოგცეს შენ და რა ენდომება მას შენგან, როგორც ქალისგან. შენ სულიერად მდიდარი მამაკაცი გესაჭიროება, მაგრამ მაინცდამაინც ნუ "ჩაბჟირდები" ისეთ მამაკაცზე, რომლისთვისაც ხელოვნებისა და შემოქმედების გარდა არაფერი არსებობს. შენთვის აუცილებელია, მამაკაცი საკუთარ თავში, ძალასა და შესაძლებლობებში მყარად იყოს დარწმუნებული, არ აშინებდეს ხვალინდელი დღის გათენება. ნუ იტყვი ისეთ მიწიერ სიამოვნებაზე უარს, როგორიც მატერიალური კეთილდღეობა და სტაბილურობაა.


თუ იისფერი აირჩიე

შენთვის მამაკაცში მთავარი ენერგია, სიძლიერე და ხასიათია. მამაკაცს ერთი ნახვით ატყვევებ, მასში მომენტალურად იწვევ ვნებას. თამაში, ინტერესი - შეგიძლია ცხოვრება ახალი ემოციით, მძაფრი შეგრძნებებით აავსო. შენ უფრო მშვიდი მამაკაცი შეგეფერება, რომელიც შენ დამშვიდებას, შენთვის კომფორტულ გარემოს შექმნის.

თუ ადრე შფოთიანი მამაკაცები მოგწონდა, ახლა მშვიდ, გაწონასწორებულ კაცს უნდა მიანიჭო უპირატესობა. მთავარია, მამაკაცმა თავისი გარდერობის განკარგვის უფლება მოგცეს, რადგან ყოველთვის გხიბლავს ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი. შენთვის შესახედაობას იმდენი მნიშვნელობა არა აქვს, რამდენიც იმიჯს. და თუ მშვიდი, სიმპათიური მამაკაცი იპოვე, მაგრამ ჩაცმულობაში მოიკოჭლებს, ამ მინუსს პლუსად უქცევ და იდეალურ მამაკაცს მიიღებ.


თუ ფორთოხლისფერი აირჩიე

თუ მოისურვებ, ნებისმიერ მამაკაცს დაახვევ თავბრუს. ხშირად გიყვარდება, მაგრამ ამის აფიშირებას არ ახდენ. ზოგჯერ ერთი რომანის პარალელურად, რამდენიმე ფლირტს აბამ და ასრულებ. მაგრამ შენი პლუსი ისაა, რომ დროზე შეგიძლია გაჩერება. ზოგჯერ კი მამაკაცებს შენი სიცივით, ყოვლის მცოდნეობითა და "ვაჟკაცური" იმიჯით აფრთხობ.შენ გჭირდება მამაკაცი, რომელიც დაგაინტერესებს, რაღაცაში შენზე უკეთ ერკვევა და ამით დიდი ხნით მიეჯაჭვები მას. ურთიერთობის საწყის ეტაპზე მეტად გამოავლინე ქალურობა. მამაკაცები "ეკლიანს" გხედავენ და გაგირბიან. როცა მამაკაცი მართლა, გულით მოგეწონება, იყავი რბილი, სენტიმენტალური და მოიხსენი რკინის ქალის ნიღაბი.