არასდროს გამოიყენოთ ჰიმალაის მარილი - არუნ ხათრის რეკომენდაცია
1779571709
თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია, - განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონულ კონფერენციაზე, რომელიც დღეს რუსთავში გაიმართა.
ცოტნე ივანიშვილის განცხადებით, საზოგადოებაში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა „ქართული ოცნების“ მიმართ რადიკალურად ცუდად არის განწყობილი. „მე მგონი ყველანი მარტივად შევთანხმდებით იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს საქართველოში არსებობს ყალბი სტერეოტიპი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ახალგაზრდების უმეტესობა არის „ქართული ოცნების“ მიმართ ძალიან ცუდად განწყობილი.
მე პირადად, მაგალითად მეგობრებიც მყავს, რომლებთანაც შეიძლება რადიკალურად განსხვავებული პოზიცია მქონდეს ბევრ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ ყოველთვის მიხარია მათთან კამათი, საუბარი. მანამდეც აღვნიშნე და გავიმეორებ ახლაც, რომ, ჩემი აზრით, თუ ორი განსხვავებული აზრის მქონე ადამიანს ჯანსაღად, მართლა უყვარს თავისი სამშობლო, მაშინ ყველა თემასთან დაკავშირებით შეუძლია, რომ იმსჯელოს, იკამათოს და ამ პოლემიკაში თავისთავად იბადება ჯანსაღი აზრი, იბადება მყარი პოზიცია და იბადება სიმართლე, რაც მთავარია,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.
ცოტნე ივანიშვილმა შეკითხვით მიმართა „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის ბორდის წვერებს, თუ როგორ ხედავენ ისინი ახალგაზრდული კონფერენციების სამომავლო ფორმატს. „აქედან გამომდინარე მე რა შეკითხვა მაქვს თქვენთან. ჩემი აზრით, ამ ფორმატმა გააკეთა იმისი დემონსტრაცია, რომ დიალოგი მართლაც შეიძლება შედგეს ახალგაზრდებს შორის.
მე მაინტერესებს როგორ ხედავთ ამ ფორმატის უფრო გრძელვადიან დაკანონებას? ძალიან მიხარია, რომ აპირებთ შემოიაროთ სრულიად საქართველო, მეც პირადად ძალიან მიხარია დღეს აქ ყოფნა. ძალიან მაგარი ინიციატივაა ეს. იმის შემდეგ, რაც შემოივლით სრულიად საქართველოს, მე როგორც მახსოვს, დასკვნითი ღონისძიება იქნება თბილისში. ფიქრობთ თუ არა, რომ უნდა გაგრძელდეს მსგავსი ტიპის ფორმატი ახალგაზრდებთან და თუ ფიქრობთ, აპირებთ მართლაც ამის გაგრძელებს როგორ ხედავთ უფრო მუდმივ, გრძელვადიან ფორმატს, იმას, რომ დიალოგი დაკანონდეს ახალგაზრდებს შორის, აღმოვფხვრათ ეს ხელოვნურად შექმნილი პოლარიზაცია ქვეყანაში,“- განაცხადა ცოტნე ივანიშვილმა.