თენგიზ შარმანაშვილი „ჰერტის სკოლის“ მიერ გახარიას დაქირავებაზე: ეს არის ჩვეულებრივი ჰონორარი აგენტურული საქმიანობისთვის

თენგიზ შარმანაშვილი

ეს არის ჩვეულებრივი ჰონორარი აგენტურული საქმიანობისთვის, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გერმანიაში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი გახარიას დასაქმებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

„აგენტურას ხანდახან აძლევენ ხოლმე ვითომ ლეგალური გზებით ანაზღაურებას. ერთის მომსწრე ვიყავით უკვე ყოფილი პრეზიდენტის შემთხვევაში, ეს მეორე შემთხვევა. ეს არის ჩვეულებრივი ჰონორარი აგენტურული საქმიანობისთვის“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

სალომე ზურაბიშვილის შემდეგ უცხოელმა პარტნიორებმა ორ მძიმე სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებული და ქვეყნიდან გაქცეული გიორგი გახარია დაასაქმეს. ის „ჰერტის სკოლის“ თანამშრომელი გახდა.