„კვირას ყველა გეძებდა და გკითხულობდა...“ - საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
1753211808
2025 წელს სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია 20 მილიონი ე.წ. ასიგნები და სწორედ ამ 20 მილიონის ფარგლებში ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ დავაფინანსოთ და გავცეთ სახელმწიფო გრანტები, იმ იდეების საფუძველზე, რომლითაც მომართავენ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს, - ამის შესახებ სახელმწიფო გრანტის მართვის სააგენტოს თავმჯდომარემ, თამარ ზოდელავამ გადაცემაში "შუადღე" განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გუშინ გამოცხადდა საჯარო კონკურსი მცირე გრანტებზე, რომლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას ლარს. მისივე თქმით, გრანტის მაძიებელს შეუძლია წარადგინოს ორი საგრანტო განაცხადი, ხოლო სააგენტოს აქვს შესაძლებლობა გასცეს ასევე თანადაფინანსებითი გრანტები.
"ჩვენ გუშინ გამოვაცხადეთ საჯარო კონკურსი და იქ არის განსაზღვრული ე.წ. მცირე გრანტები. ეს გახლავთ საგრანტო განაცხადი, პროექტი, რომლის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას ლარს. გრანტის მაძიებელს შეუძლია ორი ასეთი საგრანტო განაცხადი წარმოგვიდგინოს სააგენტოს და ეს შეიძლება იყოს როგორც თანმდევი, ასევე რაიმე ინდივიდუალური იდეა, რომელიც პროექტის ფორმით იქნება ჩამოყალიბებული, უბრალოდ თითოეული საგრანტო წინადადების, განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 100 ათას ლარს.
წესის თანახმად, ჩვენ ასევე გვაქვს ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომ თანადაფინანსებითი გრანტები გავცეთ და ამ შემთხვევაში საგრანტო განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს თანამონაწილეობის ან თანადაფინანსების დამადასტურებელი საბუთი და ამის შემდეგ უკვე, ნებისმიერ ასეთ შემოსულ განაცხადზე საბჭო მსჯელობს და იღებს გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა თამარ ზოდელავამ.
ზოდელავას თქმით, მალე ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების კონკურსი გამოცხადდება, რომლის საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 700 ათას ლარს.
"წესისამებრ, წელიწადში ორჯერ გამოვაცხადებთ საჯარო კონკურსს. ამ ეტაპზე ჩვენ მცირე გრანტების კონკურსი გამოვაცხადეთ, თუმცა ძალიან მალე ჩვენ უკვე მეორე ტიპის გრანტის საჯარო კონკურსს გამოვაცხადებთ - ეს გახლავთ ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარების კონკურსი. ეს უფრო დიდ ბიუჯეტიან პროექტებს დააფინანსებს, კერძოდ კი საგრანტო განაცხადის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 700 ათას ლარს და ეს შესაძლებლობაც მალე უკვე ხელმისაწვდომი იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის“, - განაცხადა ზოდელავამ.