„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს არარატ მირზოიანს შეხვდა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს, პარლამენტებს, ხალხებს შორის ურთიერთობები მტკიცეა, რაც გასულ წელს, ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე აყვანაში გამოიხატა.
შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების დადებით დინამიკას, რაც ორ ქვეყანას შორის ინტენსიურ ურთიერთობებს ადასტურებს.
ყურადღება გამახვილდა აქტიურ და ნაყოფიერ საპარლამენტო თანამშრომლობაზე, როგორც თავმჯდომარეებს, ისე კომიტეტებსა და მეგობრობის ჯგუფებს შორის.
შეხვედრაზე, აგრეთვე, განიხილეს რეგიონში მიმდინარე მოვლენები. არარატ მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვაშინგტონში ინიცირებულ სამშვიდობო შეთანხმებას არაერთი პრაქტიკული შედეგი უკვე მოჰყვა და მიმდინარეობს შეთანხმების საბოლოო ხელმოწერის საკითხზე მოლაპარაკებები. ასევე, ხაზი გაესვა დადებით დინამიკას სომხეთსა და თურქეთს შორის ურთიერთობებში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში დაძაბულობის პერიოდი დასრულდა და იწყება ახალი შესაძლებლობების ერა, რაც რეგიონს დიდ სარგებელს მოუტანს.
შეხვედრაში, აგრეთვე, მონაწილეობა მიიღეს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე გიორგი ვოლსკიმ, საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ, სომხეთთან მეგობრობის ჯგუფის წევრებმა სამველ მანუკიანმა და სუმბატ კიურეღიანმა.