შალვა პაპუაშვილი: როდესაც ელისაშვილმა პირველი ძალადობა ჩაიდინა, ევროკავშირის დაქირავებული ადამიანები ამხნევებდნენ. ევროკავშირის ელჩი სამწუხარო მდგომარეობაშია, ფაქტობრივად ვისაც ის მხარს უჭერს, ყველა აღმოჩნდა მოძალადე

შალვა პაპუაშვილი

როდესაც ამ ადამიანმა [ელისაშვილმა] პირველი ძალადობა ჩაიდინა, მათი [ევროკავშირის] დაქირავებული ადამიანები ამხნევებდნენ. მაშინაც საჯაროდ ვთქვი ეს ყველაფერი, მათ შორის ეს ფაქტიც ვამხილე და ნული პასუხი იყო ევროკავშირის ელჩისგან, - განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, ევროკავშირის ელჩი სამწუხარო მდგომარეობაშია, რადგან ფაქტობრივად ვისაც ის მხარს უჭერს, ყველა აღმოჩნდა მოძალადე, პროპაგანდის გამავრცელებელი, ექსტრემისტი და ტერორისტი.

„როდესაც პარლამენტში ის [ელისაშვილი] თავს დაესხა მამუკა მდინარაძეს, მაშინაც ვამბობდით, რომ იმდენად არაადეკვატური და კონტექსტიდან ამოვარდნილი ქცევა იყო, არსებობდა და დღესაც არსებობს, რომ ამ ადამიანს რაღაცით აიძულეს. მაშინაც გახსოვთ აბსოლუტურად მოწმენდილ ცაზე არაადეკვატურად მოიქცა, შემდეგ ამით ამაყობდა. ევროკავშირის საელჩოს მიერ დაფინანსებული „პუბლიკას“ ჟურნალისტები ეხუტებოდნენ და ამხნევებდნენ მას. აი სად არის ევროკავშირის საელჩოს ბრალეულობა ამ ტერორისტულ აქტში.

როდესაც ამ ადამიანმა [ელისაშვილმა] პირველი ძალადობა ჩაიდინა, მათი [ევროკავშირის] დაქირავებული ადამიანები ამხნევებდნენ. მაშინაც საჯაროდ ვთქვი ეს ყველაფერი, მათ შორის ეს ფაქტიც ვამხილე და ნული პასუხი იყო ევროკავშირის ელჩისგან, რომელიც ახლა სამწუხარო მდგომარეობაშია. ფაქტობრივად ვისაც ის მხარს უჭერს, ყველა აღმოჩნდა მოძალადე, პროპაგანდის გამავრცელებელი, ექსტრემისტი და ტერორისტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.