„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, ინდოეთში ვიზიტის ფარგლებში, ინდოეთის პარლამენტს ეწვია. საქართველოს დელეგაციას მიესალმნენ და პატივი მიაგეს ინდოეთის პარლამენტის ქვედა და ზედა პალატის სხდომებზე. შალვა პაპუაშვილმა ჩანაწერი გააკეთა ინდოეთის პარლანენტის საპატიო სტუმართა „ოქროს წიგნში“.
ცერემონიული ნაწილის შემდეგ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთის პარლამენტის ქვედა - სახალხო პალატის (ლოკ საბჰა) თავმჯდომარე ომ ბირლას შეხვდა.
მხარეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით წარმატებით ვითარდება. ამ კუთხით, აღინიშნა ინდოეთში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი ოფიციალური ვიზიტის მნიშვნელობა.
შალვა პაპუაშვილმა ინდურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ თბილისში უკვე ფუნქციონირებს ინდოეთის საელჩო და ქართული მხარე ელის ინდოეთის პირველი ელჩის დანიშვნას.
მხარეებმა ისაუბრეს საპარლამენტო ურთიერთობებზე და მათ მზარდ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის ურთიერთობაში. მათ გაიხსენეს ნაყოფიერი შეხვედრა, რომელიც წელს, უზბეკეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) ფარგლებში შედგა. შალვა პაპუაშვილმა ომ ბირლა საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვია.
მხარეებმა, აგრეთვე, განიხილეს თანამშრომლობა ვაჭრობისა და ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და განათლების მიმართულებებით.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობას და, მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის საჭიროებას.
შეხვედრა შედგა ინდოეთში მიმდინარე შალვა პაპუაშვილის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში. საპარლამენტო დელეგაციაში შედიან: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, ინდოეთთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ვასილ ჩიგოგიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე გენრიეტა წიწავა.
ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.