1764691448
შალვა პაპუაშვილი: ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია
აღსანიშნავია, რომ ეს არის პირველი მაღალი დონის ვიზიტი ინდოეთში. რა თქმა უნდა, ამ ვიზიტის მიზანია, რომ ორმხრივ ურთიერთობებს, საპარლამენტო ურთიერთობებს ბიძგი მისცეს. იმედი მაქვს, რომ ინდოეთის პარლამენტის თავმჯდომარეც საქართველოში გვეწვევა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ინდოეთში ჟურნალისტებთან საუბრისას.
როგორც მან აღნიშნა, ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია.
,,ინდოეთი მსოფლიოს მეოთხე ეკონომიკაა და ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია შუა დერეფნის გამოყენების კუთხით. ის პოტენციალი, რომელიც ინდოეთს აქვს, რომ გამოიყენოს შუა დერეფნისთვის, ძალიან დიდია. ამ მხრივ, პარლამენტებს შორის თანამშრომლობაზე ვისაუბრეთ. კერძოდ, კომიტეტებს შორის სექტორულ თანამშრომლობაზე და საქართველოში ინდოელი კოლეგები მოვიწვიეთ, რათა საგარეო და დარგობრივ კომიტეტებთან ერთობლივი სხდომები გაიმართოს. საკანონმდებლო ჩარჩოზე ვისაუბრეთ, რომელიც არსებობს და რომელმაც უნდა წაახალისოს, მათ შორის შუა დერეფნის გამოყენება”, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1764690504
ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472










