„აიღეთ სკვნილი და ასჯერ თქვით...“ - ათონელი წმინდა ბერის სწავლებანი ლოცვის ძალაზე
1765218144
ათი დღე გავიდა, რაც ალეკო ელისაშვილის მხრიდან ტერორისტული აქტი ვიხილეთ და „ალდეს “ მხრიდან რეაქცია არ არის, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დღეიდან შეგვიძლია, ფაქტად მივიღოთ, რომ „ალდე“ არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება.
„ალდე“-ს წევრმა „ლელო“-მ განაცხადა, რომ ალეკო ელისაშვილი და მისი პარტია მათი თანამებრძოლები არიან. შესაბამისად, არიან „ალდე“-ს თანამებრძოლები. ჩვენ შეგვიძლია, ეს ფაქტად მივიღოთ. ათი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ეს ტერორისტული აქტი ვიხილეთ და რეაქცია არ არის. დღეიდან შეგვიძლია, ფაქტად მივიღოთ, რომ „ალდე“ არის ტერორისტთან მოთანამშრომლე პარტიული გაერთიანება. „ალდე“-ს ლიდერები არიან კაია კალასი და მარტა კოსი. ორი ევროკომისარი, რომლებიც საქართველოს საკითხებით არიან დაკავებული და მათ აბარიათ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა. იმ პოლიტიკური ალიანსის წევრები და ლიდერები არიან, რომელთა თანამებრძოლი ტერორისტია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.