„სეტყვა იცვლება და შეიძლება უფრო საშიში და მეტი ზიანის მომტანი გახდეს“ - რა აჩვენა ორმა კვლევამ
1781020574
„ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს, კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან“, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ ჯო უილსონთან დაკავშირებით.
კარანაძის თქმით, ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ საიდან იღებენ ფულს, ცდილობს გაატაროს ის აქტები, რომელშიც ჯერ ეწერა რუსეთის გავლენა, შემდეგ შეცვალეს ირანით, ახლა ჩინეთი.
„დაახლოებით ერთი თვის წინ ჩვენ ვნახეთ, როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ამერიკის შეერთებული შტატების თითქმის მთელი მთავრობა და წარმატებული ბიზნეს ელიტა ჩავიდა ჩინეთში, რათა ხელი გაეწოდებინა ჩინეთისადმი. ვნახეთ, რომ დისბალანსია უკვე ამერიკასა და ჩინეთს შორის და ჩინეთს ჰქონდა უფრო მყარი, ძლიერი პოზიცია. ასევ ვთქვათ, ამერიკა ჩავიდა იქ თხოვნებით, ვიდრე ბრძანებებით. ჩვენ ვხედავთ, ძალიან ცდილობს თეთრი სახლი, რომ მოახდინოს გადატვირთვა ჩინეთთან ურთიერთობის. განსაკუთრებით, სოციალ-ეკონომიკურ და ბიზნეს საკითხებში, ვინაიდან ჩინეთი ტექნოლოგიურად, ეკონომიკურად ნელ-ნელა ეწევა და ხშირ შემთხვევაში, ბევრ საკითხში ასწრებს აშშ-ს. ამიტომ სჭირდებოდათ ბიზნეს თანამშრომლობა, რაზეც ჩინეთმა ზოგიერთ ბიზნესმენს უარი უთხრა.
ამის ფონზე, ჩვენ ვხედავთ ვიღაც ლობისტს. კონგრესმენები ჩვეულებრივად ლობისტები არიან. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ საიდან იღებენ ფულს, ცდილობს გაატაროს ის აქტები, რომელშიც ჯერ ეწერა რუსეთის გავლენა, შემდეგ შეცვალეს ირანით, ახლა ჩინეთი. აქედან გამომდინარე, ეს არასერიოზულია. ასეთი კონგრესმენები ძალიან ბევრნი არიან. ზოგადად, კონგრესმენები დამატებით იღებენ შემოსავალს, რათა სხვადასხვა ჯგუფებს სხვადასხვა საკითხებში ლობიზმი გაუწიონ. ეს არ ნიშნავს, რომ მაინცდამაინც გაატარებს უმრავლესობა რესპუბლიკური პარტიისა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ვხედავთ, რომ ხშირ შემთხვევაში ამგვარი ნაირ-ნაირი ფურცელზე დაბეჭდილი კანონები თუ კანონპროექტები მიიღება, რომლებშიც უბრალოდ გადაიხდიან ფულს. საბოლოო ჯამში, მთავარი სიტყვა მაინც თეთრ სახლზეა“, - აღნიშნა მან.
შეერთებულმა შტატების წარმომადგენელთა პალატამ „კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კონგრესმენების ჯო უილსონისა და სტივ კოენის მიერ წარდგენილ დოკუმენტი საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო აქტივობების შესახებ ანგარიშის წარდგენას ითხოვს.