„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
თინა ხიდაშელის მიერ სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანმა კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, ხიდაშელმა არაფორმალური საერთაშორისო გავლენიანი ძალების დაკვეთით გააგზავნა ცრუ წერილი.
„ვერ ვუწოდებ ვერც თინა ხიდაშელს და ვერც მისნაირებს არასამთავრობო სექტორს, ეს არის სექტორი, რომელიც წარმოადგენს აგენტურას და სწორედ იმ დავალებების შესაბამისად მოქმედებენ, რომელიც იმ მომენტში არაფორმალურ საერთაშორისო გავლენიან ძალებს სჭირდება. ამ შემთხვევაში, ვიღაცას დასჭირდა, რომ ჯო უილსონმა ახალი პოსტი დაწეროს, ამ პოსტისთვის სჭირდება, რომ ისევ ააგორონ ტყუილები, რომელიღაც ქვეყანასთან სანქციების თავიდან არიდების თემა და ამ შემთხვევაში დაწინაურდა თინა ხიდაშელი, რომელიც ახლა რაღაც წერილებს და ცრუ დანოსებს გააგზავნის“, - ამბობს წილოსანი.
თინა ხიდაშელმა სახელმწიფო დეპარტამენტს დოკუმენტი გაუგზავნა, სადაც ამტკიცებს, რომ საქართველოს ხელისუფლება ირანულ კომპანიებს სანქციებისგან თავის არიდებაში ეხმარება, თუმცა დოკუმენტში ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არის.