1-ლი იანვრიდან ქვეყანაში მნიშვნელოვანი რეგულაცია შედის ძალაში
1763152075
საქართველოს პარლამენტის ვიცე სპიკერი ნინო წილოსანი ბრიუსელიდან ოპოზიციისთვის გამოგზავნილი ტექსტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ოპოზიციის მხრიდან რეაქციას აფასებს.
მისი განცხადებით, ოპოზიცია მესიჯში აირია.
„როგორც ჩანს, იმ წერილისგან განსხვავებით, რომელიც გარედან მიიღო აგენტურამ და სიტყვა-სიტყვით წაიკითხა, ამ შემთხვევაში არანაირი მითითება არ ჰქონიათ, ამ სკანდალის გახეთქვის შემთხვევაში რა პოზიცია უნდა ჰქონდეთ. ფაქტია, რომ გუშინ მესიჯში აირივნენ და ერთ წრეზე დადიოდნენ - ერთნი ამბობდნენ, რომ ძილში დაწერეს, ხოლო მეორენი - თურმე, ერთ ბაბლში დატრიალებულა ეს წერილი და მისი შინაარსი. ნამდვილად ერთ წრეზე არის ჩაკეტილი ის აგენტურული მოძრაობა, რომელიც 28 ნოემბერს აქციას გეგმავს. ეს ის 28 ნოემბერია, რომლიდანაც რამდენიმე თვით ადრე შეაჩერა ევროკავშირმა რეალურად საქართველოსთან მოლაპარაკებები. 28 ნოემბერს კი ტყუილად გამოიყვანეს ხალხი ქუჩებში და გააპროტესტებინეს, რომ თითქოს, საქართველოს მხრიდან მოხდა ამ მოლაპარაკებების გაჩერება“, - განაცხადა წილოსანმა.
ოპოზიციის ლიდერები ბრიუსელიდან გამოგზავნილი ბრიფინგის ტექსტის შედგენას ერთმანეთს აბრალებენ.
Prime Time-ის ინფორმაციით, ბრიუსელიდან მათ მიაწოდეს დოკუმენტი, რომელიც ადგილობრივ ოპოზიციას ევროკავშირის კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა გაუგზავნეს. აცხადებდნენ, რომ აღნიშნულ ტექსტს რამდენიმე წუთში რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები უცვლელად წაიკითხავდნენ.
ამასთან, რამდენიმე წუთის შემდეგ პარლამენტთან ჩატარდა რადიკალური ოპოზიციის ბრიფინგი, რომელზეც აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ლევან ჯობავამ აღნიშნული ტექსტი წაიკითხა და აღნიშნა, რომ მას სამოქალაქო ორგანიზაციების, საპროტესტო ჯგუფების, პოლიტიკური პარტიებისა და პოლიტპატიმრების წარმომადგენლების სახელით კითხულობდა.