ნიკა მელია არის წარსული - ლევან ხაბეიშვილი

ხაბეიშვილი და მელია

ნიკა მელია არის წარსული. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი და მგონი, უნდა გაასწორონ ისრები. ჩვენ გვაინტერესებს მომავალი, ვინმე თუ აპირებს ხაბეიშვილის ოპოზიციაში ყოფნას, ეს უმნიშვნელოა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

კითხვაზე, პარტიის დანარჩენი წევრები თუ ეთანხმებიან მანდატების დატოვების შესახებ მის განცხადებას, ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა:

„არ მაინტერესებს ნიკა მელიას აზრი და ეს არაერთხელ ავხსენი. თქვენ უტრირებთ ამას და რამდენიმე ეთერში ეს მე ავხსენი“, – აღნიშნა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნიკა მელიამ კაპიტულანტური პოზიცია უწოდა სააკაშვილის გათავისუფლების სანაცვლოდ მანდატების დატოვების შესახებ ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.