მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში - აზერბაიჯანის საგარეო უწყება

აზერბაიჯანი საქართველო

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას.

„აზერბაიჯანი მხარს უჭერს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. აზერბაიჯანსა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების პატივისცემასა და დაცვას ეფუძნება“, - აღნიშნულია უწყების განცხადებაში.