1764691448
მიხეილ ყაველაშვილი: ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში
ალეკო ელისაშვილის ქმედება და BBC-ის ფილმი ჩვენ უნდა განვიხილოთ ერთიან კონტექსტში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ალეკო ელისაშვილის საქმეზე საუბრისას.
მისივე თქმით, ალეკო ელისაშვილის საქმე ლაზარე გრიგორიადისის საქმის მსგავსია. გრიგორიადისისგან გმირი შექმნეს, რომელმაც ყველას თვალწინ სცადა პოლიციელის დაწვა მოლოტოვის კოქტეილებით.
„მაშინ იყო საჭიროება, რომ ეს ადამიანი გმირი გაეხადათ, ასევე იქნება მზია ამაღლობელი და ასე იქნება ალეკო ელისაშვილი. ვერ გადაწყვიტეს ალეკო ელისაშვილის ქმედება როგორ შეაფასონ. ჯერ კიდევ მაშინ, როცა პარლამენტში მიზანმიმართულად მოიქცა, ეს არ იყო აფექტით გამოწვეული ქმედება. სწორედ ასეთი ადამიანები არიან საჭირო იმ ძალებისთვის, რომლებმაც საქართველოს წინააღმდეგ ტერორისტული აქტი ჩაიფიქრეს.
თქვენ გაიხსენეთ, ევროკომისრის, ვარჰეის საუბარი ბატონ კობახიძესთან. მანაც მიუთითა რობერტ ფიცოს თემაზე, რომელიც სიკვდილს გადაურჩა. არ არის გამორიცხული, ელისაშვილის მოქმედება იყოს მოტივაცია, გადამდები გახადოს ეს ქმედება. ვერაფრით ვერ უზრუნველყვეს პროტესტი, მათ აძლევენ ამ დაკვეთას, ეს დაკვეთა იყო ელისაშვილის მიმართ, ეს დაკვეთა იყო BBC-ის მიმართ.
მე მინდა ვუთხრა მათ დამკვეთებს, რომ ძალიან ცუდი შთაბეჭდილება აქვთ ჩვენს მოქალაქეებთან მიმართებაში, რომ მსგავს რაღაცას გადაყლაპავენ“, - აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით ეს ყველაფერი ერთმანეთთან დაკავშირებულია, რომ როგორმე მოხდეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების გაშავება.
პროკურატურა განცხადებას ავრცელებს
1764690504
ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472










