ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ევროკავშირი აწარმოებს მოლაპარაკებებს აშშ-თან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან პროექტ „ტრამპის გზაში“ შესაძლო მონაწილეობის შესახებ. ამის შესახებ განცხადება გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა.
„ჩვენ გვაქვს საკუთარი წინადადებები და ევროკავშირი აგრძელებს კონსულტაციებს თურქეთთან და აზერბაიჯანთან. აშშ-ის მონაწილეობა ამ პროექტში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მარტა კოსმა.
ცნობისთვის, ე.წ. ტრამპის გზის პროექტის განხორციელების შესახებ შეთანხმებას სომხეთმა და აზერბაიჯანმა 8 აგვისტოს ვაშინგტონში, აშშ-ის შუამავლობით მიაღწიეს. პროექტი მიზნად ისახავს სამხრეთ კავკასიის რეგიონული კომუნიკაციების გახსნასა და სატრანსპორტო მარშრუტების ინტეგრაციას.