ლევან მახაშვილი: საქართველოს არ აქვს ემოციური პოლიტიკა, გააზრებული, პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს, რასაც ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით და ადრე თუ გვიან შედეგი ექნება

ლევან მახაშვილი

ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი და დღის წესრიგი აქვს. ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება, სადღაც იყო და სადღაც – არა, მთავარია, ვიცოდეთ, ჩვენ რა ეროვნული ინტერესი გვაქვს და ამისთვის რას ვაკეთებთ. ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ეტაპობრივად პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მახაშვილს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ჯეი დი ვენსის სომხეთსა და აზერბაიჯანში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებზე დაუსვეს კითხვა.

„საქართველოს არ აქვს ემოციური პოლიტიკა, გააზრებული და პრაგმატული პოლიტიკა გვაქვს. ამ პოლიტიკას ნაბიჯ-ნაბიჯ მივყვებით, რასაც ადრე თუ გვიან შედეგი ექნება. ამ საკითხზე ოპონენტების ემოციური განცხადებები აბსურდია. საქართველოს ხელისუფლება ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებებს. მოსახლეობა ხედავს, რომ ჩვენს პოლიტიკას ადრე თუ გვიან შედეგები მოსდევს. მეორეხარისხოვანია, ვინ, სად ჩავა და რა გადაწყვეტილებას მიიღებს. ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი და დღის წესრიგი აქვს. ცალკეულ შემთხვევაში, შეიძლება, სადღაც იყო, სადღაც – არა, მთავარია, ვიცოდეთ, ჩვენ რა ეროვნული ინტერესი გვაქვს და ამისთვის რას ვაკეთებთ. ამერიკის ადმინისტრაციის მხრიდან ეტაპობრივად პოზიტიურ გზავნილებს ვიღებთ. საჭირო თუ იქნება, აქაც ჩამოვლენ და ჩვენც ჩავალთ იქ. გადაწყვეტილებებს ემოციურად არ ვიღებთ, თანდათანობით, მაგრამ გეგმაზომიერად მიზნებამდე მივალთ. გადაწყვეტილებას იმის გამო არ ვიღებთ, რომ სადმე ვინმეს ხელი ჩამოვართვათ და წითელი ხალიჩა გაიშალოს“, – განაცხადა ლევან მახაშვილმა.