ინფორმაცია მათთვის ვინც მართვის მოწმობის აღებას გეგმავს
1763058943
დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებზე ისაუბრა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, ვიდრე ბრიუსელში ხელმძღვანელობა არ შეიცვლება და ახალი არჩევნები არ ჩატარდება, მათი პოლიტიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის.
„ბრიუსელში ახლა რომ სხვა პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, სხვანაირი მიდგომები ჰქონდეთ, არ იყვნენ ლიბერალ-გლობალისტების და „გლობალური ომის პარტიის“ წარმომადგენლები, მაშინ სხვანაირი პოზიცია ექნებოდათ. თავად ჰერჩინსკიმაც რამდენჯერმე გაიმეორა, რომ ის ამბობს იმას, რაც განაცხადეს კროსმა და კალასმა. ეს არის ისევ იმის ხაზგასმა, რომ ბრიუსელის ევრობიუროკრატია ყოველთვის სწორია და ამიტომ, ის ქვეყნები, რომლებსაც სურვილი აქვს, რომ მომავალში ევროკავშირის წევრი ქვეყნები გახდნენ, მათ სურვილებს უნდა დაემორჩილონ და ისე უნდა მოიქცნენ, რასაც ბრიუსელის ევრობიუროკრატია თვლის საჭიროდ.
ეს არ არის დამყარებული კანონებსა და ობიექტურ რეალობაზე. ეს დამყარებულია სუფთა პოლიტიკურ მიზანშეწონილობაზე. როგორც თვლიან [ევრობიუროკრატები] პოლიტიკურად საჭიროდ, ისეთ განცხადებებს აკეთებენ. ვიდრე არ ჩატარდება ახალი არჩევნები, ვიდრე არ შეიცვლება ხელმძღვანელობა, რომელიც ბრიუსელშია, ჩემი აზრით, მათი პოლიტიკის ცვლილება მოსალოდნელი არ არის“, - აღნიშნა კოტე ჟღენტმა.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უკრაინა და მოლდოვა საქართველოზე გაცილებით წინ არიან.