1763135525
კოტე ჯღენტი ოპოზიციის აქციაზე პიტერ ფიშერის მისვლაზე: დღეს მოვისმინე ოპოზიციისგან, რომ ელჩის მოვალეობაა ოპოზიციის შეკრებებზე იაროს - ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ყველა ნორმის დარღვევაა
დღეს მოვისმინე ოპოზიციისგან, რომ ელჩის მოვალეობაა ოპოზიციის შეკრებებზე იაროს - ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ყველა ნორმის დარღვევაა, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ დიპლომატმა, კოტე ჟღენტმა ოპოზიციის აქციაზე პიტერ ფიშერის მისვლასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, დიპლომატიაში არსებობს დაწერილი და დაუწერელი წესები და გერმანიის ელჩის საქციელი ორივე მათგანს არღვევს.
„საქმე იმაშია, რომ ჩვენ არ გვაქვს პრობლემა ელჩებთან, რომლებიც აქ არიან და არც ქვეყნებთან არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს პრობლემა იმ ქვეყნების მთავრობებთან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ საქართველოში. რამდენიმე ელჩია საქართველოში, რომელიც არღვევს წესებს. არის დაწერილი წესები და არის დაუწერელი წესები დიპლომატიაში და ელჩმა უნდა იცოდეს როგორ მოიქცეს და რა გააკეთოს. და უკვე არანაირ ჩარჩოში არ ჯდება რამდენიმე ელჩის მოქმედება საქართველოში. რა თქმა უნდა, იქ რომ სხვა მთავრობა იყოს, რომელ ქვეყნებსაც ისინი წარმოადგენენ შეიძლება გვქონდეს იმის იმედი, რომ სხვაგვარადა მოიქცეოდნენ ეს ელჩები. ელჩი მაინც დამოკიდებულია იმ ინსტრუქციებზე, რომელსაც იღებს თავის ქვეყნიდან.
რაც შეეხება იმ განცხადებას, დღეს მოვისმინე ოპოზიციისგან, რომ „ელჩის მოვალეობაა ოპოზიციის შეკრებებზე იაროსო“ - ეს არის ცინიზმის უმაღლესი მწვერვალი. იმიტომ, რომ არც ერთი ელჩის მოვალეობა, რომელიმე პარტიულ შეკრებებზე სიარული არ არის. ის, რომ ელჩის მოვალეობაა იაროს ოპოზიციის მიტინგებზე და იქ ფოტოები გადაიღოს და ამით მხარდაჭერა გამოუცხადოს რადიკალურ ოპოზიციას, ეს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება და ყველა ნორმის დარღვევაა“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.
მისი თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ გერმანიის ელჩის საქციელზე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაქციასთან დაკავშირებით პასუხი ექნება გერმანიას.
„არანაირი მოლოდინი იმის არ მაქვს, რომ გერმანიის მთავრობა გააკრიტიკებს თავის ელჩს“, - განაცხადა კოტე ჟღენტმა.
ცნობისთვის, გერმანიიდან დაბრუნებული ელჩი ფიშერი კვლავ აქციაზე მივიდა და რადიკალურ დაჯგუფებას მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა.











