ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომლის დასკვნების საფუძველზეც BBC-მ მასალა ააგო, აცხადებს, რომ ამბის გამჟღავნება მის კვლევას მიეწერა, თუმცა მისთვის უცნობია, გამოიყენეს თუ არა რეალურად აქციების დროს აკრძალული ქიმიური აგენტი „კამიტე“.
„ჩვენ კითხვარი დაახლოებით 9 იანვარს ჩაეშვა. კითხვარის მიხედვით სუბიექტური მონაცემები დგინდება, რაც ზოგადად უფრო დაბალი ხარისხის მტკიცებულებაა, ვიდრე ობიექტური სამედიცინო მტკიცებულება, როგორიცაა ლაბორატორიული კვლევები. ხაზგასმა ხდება დღეს იმაზე, რომ კონკრეტული აგენტი იქნა გამოყენებული, მაგრამ ჩვენი კვლევის ფარგლებში პირველი, რომ ეს ინფორმაცია არ გვქონდა, კვლევას მიეწერა, რომ ჩვენს საფუძველზე გასკდა ეს ამბავი. ამ „კამიტეს" შემადგენლობა, ან კიდევ რა ეფექტები აქვს და ა.შ. ლიტერატურას მე თავიდან ბოლომდე ვერ გავეცანი და შესაბამისად, უფრო კომპეტენტური ხალხი იქნება, ვისაც შეუძლია, რომ ამ ეტაპზე პასუხი გასცეს“, - აცხადებს ჩახუნაშვილი.