ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
განათლების სისტემაში ახალი რეფორმის შემდეგ, რომელიც ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, შეიცვლება ის, რომ ზედმეტ დროს არ დახარჯავს სტუდენტი, არც მოსწავლე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირმა ზავრადაშვილმა.
მისი თქმით, მოსწავლეებსა და სტუდენტებს ექნებათ მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, გაკვეთილსა და ლექციებს კი მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ჩაატარებენ.
„მას ექნება მაღალი ხარისხის სახელმძღვანელოები, მასთან ლექციას და გაკვეთილს ჩაატარებს მაღალი პროფესიონალი პედაგოგი. აუცილებელი მდგენელები - ყველაფერი უნდა იყოს სათანადო მოწოდების სიმაღლეზე, მათ შორის ერთ-ერთი არის ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურის გარეშე შეუძლებელია მიიღო ის კვალიფიკაცია და ის მაღალი სტანდარტი, რომელზედაც ჩვენ ხელისუფლებას პრეტენზია გვაქვს“, - აცხადებს ზავრადაშვილი.
განათლების მინისტრი პრემიერთან ერთად დღეს ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს.