ექსკლუზივი: დავით კოდუამ კომენტარი გააკეთა მედიაში გავრცელებულ მოდელისა და დედამისის დაპირისპირებაზე
1764618901
ძალიან წარმატებული ვიზიტი მიმდინარეობს უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში, - განაცხადა პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ირაკლი მეზურნიშვილმა.
„მოგეხსენებათ, რომ უნგრეთი არის ჩვენი ძალიან დიდი პარტნიორი და ძალიან დიდი მეგობარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვყავს ასეთი მხარდამჭერი ევროკავშირში. გვაქვს ძალიან კარგი ეკონომიკური ურთიერთობა, რომელიც უნდა გავაღრმაოთ“, - აღნიშნა მეზურნიშვილმა.
უნგრეთში, კახა კალაძის ხელმძღვანელობით, საქართველოს დელეგაციის ვიზიტი გრძელდება.