1780955048
ირაკლი კობახიძე: ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება
საქართველოს მთავრობა ქვეყნის მართვას ახორციელებს იმ კონსტიტუციური უფლებამისილებისა და ძალაუფლების შესაბამისად, რომელიც მას საქართველოს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის ფაქტი, რომ ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო საქმიანობაში ზედმეტად არ ერევა, სხვადასხვა პრემიერ-მინისტრთან დაკავშირებულმა გამოცდილებამაც დაადასტურა.
„ბიძინა ივანიშვილი სამთავრობო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც ეს მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის როლს შეესაბამება. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი, არსებითად, არ ერევა სამთავრობო მენეჯმენტში და საკადრო გადაწყვეტილებებში. ამავდროულად, მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველ პარტიაში მეორე პირი, ხშირად ვსარგებლობ მისი რჩევით, როდესაც საქმე ქვეყნისთვის საკვანძო მნიშვნელობის საკითხებს ეხება. მისი რჩევები ყოველთვის ფასდაუდებელია და ამ შესაძლებლობაზე უარის თქმა, პირველ რიგში, სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, არასწორი იქნებოდა“, – განაცხადა კობახიძემ.











