„ყურადღება, მშობლებო!“ - პედიატრი მიმართვას ავრცელებს
1764614854
„ალდე“ იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ალდეს“ აქვს ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან გავრცელდა.
„კოორდინირებული სქემაა საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ, მარტივი სიყალბე გაავრცელეს. „ალდე“ იმაზე უნდა წუხდეს, რომ მისი პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ტერორისტულ აქტს აწყობდა თბილისის ცენტრში, სასამართლოს შენობაში. ამ დროს აქვთ ყურადღების გადატანის მცდელობა იმ სიყალბის გამოყენებით, რომელიც გავრცელდა ერთ-ერთი ფეიკ ტელევიზიის მხრიდან . გაირკვა, რომ ფეიკ ტელევიზიამ გაავრცელა ყალბი ინფორმაცია. „ალდე“ ცდილობს სიყალბეზე დაყრდნობით გადაიტანოს აქცენტები, რაც მეტყველებს იმ ტრაგიკულ მდგომარეობაზე , რომელიც ამ ევროპულ პარტიაშია შექმნილი, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ შვიდმა ოპოზიციურმა პარტიამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოუწოდებენ „სანდო საერთაშორისო ინსტიტუტებს, ჩაატარონ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რათა დადგინდეს ფაქტობრივი გარემოებები, პასუხისმგებელ პირთა ვინაობა და აღიკვეთოს მსგავსი ნივთიერებების შემდგომი გამოყენება“.
ოპოზიციური პარტიების განცხადებას „ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის“ (ALDE) გამოეხმაურა. მათი განცხადებით, „ევროპელი ლიბერალები აღშფოთებულნი არიან „ბიბისის“ გამოძიებით, მხარს ვუჭერთ ჩვენი წევრი პარტიების მოთხოვნას დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების შესახებ“.