ცნობილია, წითელი ცეცხლოვანი ცხენის ფავორიტი ზოდიაქოს ნიშნები - ასტროლოგები ასახელებენ
1762977761
ყოფილი პოლიტპატიმარი გიორგი ზერეკიძე მიხეილ სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება და ამბობს, რომ სააკაშვილის ციხეში გადაყვანა, პირადად მისთვის არის მნიშვნელოვანი.
ზერეკიძე მადლობას უხდის ხელისუფლების წარმომადგენლებს აღდგენილი სამართლიანობისთვის. „სააკაშვილის ციხეში გადაყვანა პირადად ჩემთვის უმნიშვნელოვანესია! მართალია ოცნების ჰუმანური ბუნებიდან გამომდინარე იმ პირობებში არ მოუწევს სასჯელის მოხდა, რაშიც ჩვენ გვახდევინებდა ეგ მანიაკი მაგრამ მაინც კარგია, ციხე ციხეა და ეგ უნდა ეგდოს ციხეში! მადლობა ბიძინა ივანიშვილს, ირაკლი კობახიძეს და მამუკა მდინარაძეს აღდგენილი სამართლიანობისთვის!“- წერს ზერეკიძე.