ზამთრის არდადეგების დაწყების თარიღი ცნობილია
1764619472
განათლების მინისტრი დღეს, პრემიერთან ერთად, ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფციის პრეზენტაციას გამართავს. მთავრობის მიერ უკვე დამტკიცებულია უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლის განსახორციელებლად საჭირო საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უახლოეს დღეებში წარედგინება. სავარაუდოდ, მას დეპუტატები მომავალ კვირაში დაჩქარებული წესით განიხილავენ.
უმაღლესი განათლების ახალი კონცეფცია მოიცავს სხვადასხვა მნიშვნელოვან თემას - ქუთაისსა და რუსთავში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საუნივერსიტეტო ქალაქების აშენებას, ინსტიტუციურ ოპტიმიზაციას, საკადრო პოლიტიკის განახლებას, თანამედროვე მოთხოვნებზე მორგებული სასწავლო პროგრამების დანერგვას და დაფინანსების სისტემის გაუმჯობესებას.
მმართველი გუნდისა და საპარლამენტო ოპოზიციის განმარტებით, კონცეფციით მკაფიოდ განისაზღვრება თითოეული უწყების როლი, რომელიც უზრუნველყოფს როგორც რეფორმის პრაქტიკულ განხორციელებას, ისე ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და ცვლილებებთან დაკავშირებული ყველა საკითხის კოორდინაციას. მათივე თქმით, განათლების სისტემა საჭიროებდა გადაუდებელ რეფორმას, რათა გატარებულმა ცვლილებებმა ახალგაზრდებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი განათლება მისცეს.