ქუთაისში, ავარიის შედეგად დაშავებული 15 წლის რომა გარდაიცვალა
1752930191
ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში ევრო-ბიუროკრატთა მხრიდან ვიზალიბერალიზაციის საკითხზე შანტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს რომ, სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე.
მისი თქმით, არავის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები.
„ზაფხულის არდადეგებზე ევროკორუფციულმა პარლამენტმა ჩალისფასიანი გზავნილი დაგვიტოვა - "საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას მანამ ვერ შეძლებს, სანამ მისი მთავრობა ავტორიტარულ კურსს არ შეცვლის", ანუ სანამ მათი ვასალები არ მიიტაცებენ ძალაუფლებას. სსრკ-ს კომპარტიის ყრილობების თანამედროვე მონაწილეებად ქცეული ევროდეპუტატები პირდაპირ მიანიშნებენ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არ აინტერესებთ და ფსონი აქვთ დადებული მონა-მორჩილ ნაცსექტაზე. და ვის ადარდებს საქართველოში რას იტყვიან ევროკრატები და მათი სხვადასხვა ინსტრუმენტები? სალანძღავ და იმავდროულად საღადაო სუბიექტებად იქცნენ კოლექტიური ფონ დერ ლაიენ/ფონ დერ ფაიზერები, კალასები, იუკნევიჩიანები და ა.შ.ამასთან, საინტერესოა, თუკი უკრაინას ჰყავს ე.წ. დემოკრატიული ხელისუფლება და ვითომ წინ გვისწრებს განვითარების პარამეტრებით, რატომ ამბობს კანცლერი მერცი, რომ 2034-შიც სათუოა უკრაინის ევრობლოკში მიღება?..“, - წერს აბაშიძე.