1-ელი იანვრიდან ახალი კანონი შედის ძალაში! - მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
1765052183
"ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს," - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ ლაშა შერგელაშვილზე საუბრისას განაცხადა.
"ჩვენ ადგილი გვაქვს ახლა შემთხვევასთან, როცა სპეცსამსახურები და გარე ძალები ცდილობენ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოიყვანონ აგენტურა ხელისუფლებაში, უბრალოდ შერგელაშვილი გამოყენებულია ერთ ჩვეულებრივ გავლენის აგენტად, გარედან მართულ ადამიანად და მის მიერ გაკეთებული განცხადებები სხვა არაფერია თუ არა სამშობლოს წინააღმდეგ გაკეთებული განცხადებები. მათ შორის ეს არის ის ადამიანი, რომელმაც უღალატა შინაგან საქმეთა სამინისტროს მუნდირს და მუნდირის ფეხ ქვეშ გათელვის შედეგად, ეს ადამიანი ახლა გაქცეული არის პასუხისმგებლობისგან უკრაინაში და გაურბის მათ შორის კითხვებზე პასუხის გაცემასაც," - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.