„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
მნიშვნელოვანია, გავიგოთ, გერმანიის საგარეო უწყება რას ფიქრობს, როცა ფიშერი ვენის კონვენციის დარღვევით რუსთაველის გამზირზე მიდის, ფოტოებს იღებს შიდა ტერორიზმში შემჩნეულ ადამიანებთან და იმათთან, ვინც ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებს და პატრიარქს ეგზარქოსს უძახის, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საინტეროა, რაზე ესაუბრნენ ელჩს, როცა საქართველოდან გაიწვიეს.
„ეს იყო სამარცხვინო დამოკიდებულება ქართული ეკლესიის, ქართველი ხალხისა და საქართველოს მიმართ. გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამაზე ჰქონდათ მსჯელობა პეტერ ფიშერთან? ამას ავალებდნენ, რომ საქართველოში ჩამოსულიყო და ისევ გაეგრძალებინა დიპლომატიის საზღვრებს გაცდენილი ნაბიჯები და ფაქტიურად, შიდა ტერორიზმთან სოლიდარული ქმედება? მისი გაწვევის მიზანი ეს იყო? მნიშვნელოვანია, გავიგოთ, გერმანიის საგარეო უწყება რას ფიქრობს, როცა ფიშერი ვენის კონვენციის დარღვევით რუსთაველის გამზირზე მიდის, ფოტოებს იღებს შიდა ტერორიზმში შემჩნეულ ადამიანებთან და იმათთან, ვინც ეკლესიას შეურაცხყოფას აყენებს და პატრიარქს ეგზარქოსს უძახის. საინტეროა, მათი პასუხები, რაზე ესაუბრნენ ელჩს, როცა საქართველოდან გაიწვიეს“, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.