1758053825
არჩილ გორდულაძე: სისხლის სამართლის კოდექსში სად უწერია „დამხობას“, რომ არსებობს დამხობის ფორმები? ვინმემ შეიძლება თქვას, რომ არსებობს მაგალითად „მშვიდობიანი მკვლელობა“, ან „მშვიდობიანი ყაჩაღობა“? ზუსტად იგივეა დამხობის შემთხვევაშიც

სისხლის სამართლის კოდექსში სადმე ვინმემ მანახოს, სად უწერია დამხობას, რომ არსებობს დამხობის ფორმები? ვინმემ შეიძლება თქვას, რომ არსებობს მაგალითად „მშვიდობიანი მკვლელობა“, ან „მშვიდობიანი ყაჩაღობა“? შეუძლებელია ხომ დანაშაულის ჩადენა ასე მშვიდობიანად?! ზუსტად იგივეა დამხობის შემთხვევაშიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ, რადიკალური ოპოზიციის მიერ დაანონსებულ „მშვიდობიან დამხობასთან“ დაკავშირებით.
მისი თქმით, სასაცილოა, როდესაც რადიკალები და მათი ადვოკატები ამტკიცებენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია, თითქოს „დამხობა“ არის დასჯადი ქმედება.
„ბატონი „ანიტა“ არის გაშიფრული აგენტი. ერთი ჩვეულებრივი მასხარად გადაქცეული ადამიანი, რომელიც არის აგენტი და ამ თავის მასხრობიდან გამომდინარე ცდილობდა, რომ გულზე მჯიღის ცემით შემოეტანა რაღაც აქტივობის მსგავსი პოლიტიკურ სივრცეში. და კიდევ ერთი, მათ შორის გაეჟღერებინა მთავარი დავალების ნაწილი, რომ „დამხობა უნდა მოხდეს ხელისუფლებისო“. გვახსოვს ეს კამპანია, რომელიც დაიწყეს და მათ შორის მისი ადვოკატიც საუბრობს ახლა, რომ თურმე არსებობს „ლამაზი დამხობა“, „ელეგანტური დამხობა“.
რეალობა არის მარტივი - ტყუილი! არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი. ბატონი „ანიტა“ და მისი თანამზრახველები ამბობენ, რომ სისხლის სამართლის კოდექსში არ წერია შავით თეთრზე საჯაროდ მოწოდება დამხობისა არის დანაშაულიო. სადმე ვინმემ მანახოს, სად უწერია დამხობას, რომ არსებობს დამხობის ფორმები. ასეთი რამე არ არსებობს.
როდესაც იურისტები თავის თავს უწოდებენ იურისტებს, მარტივად განვმარტავ, რომ არის ორი კომპონენტი - ერთი არის ძალადობრივი ცვლილება, ხოლო მეორე არის დამხობა. ხოლო დამხობა ვერანაირად ვერ იქნება არა ძალადობრივი ან მშვიდობიანი, კეთილდღეობრივი და ა.შ. ვინმემ შეიძლება თქვას, რომ არსებობს მაგალითად „მშვიდობიანი მკვლელობა“, ან „მშვიდობიანი ყაჩაღობა“? შეუძლებელია ხომ დანაშაულის ჩადენა ასე მშვიდობიანად?! ზუსტად იგივეა დამხობის შემთხვევაშიც. მაგრამ რა ქნან ამ ადამიანებმა, რევოლუციური მცდელობა, „მაიდანის“ მოწყობა აქვთ დავალებული და ამას ვერ ამბობდნენ და ახლა შეეცადნენ, რომ „მშვიდობიანს“ თუ დაამატებენ მაშინ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა აღარ დაეკისრებათ“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

18 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1758137402