1758053825
არჩილ გორდულაძე: სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ელჩებს ელჩობა აღარ სცხიათ და ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია უბრალოდ აღარ არსებობს

სამწუხაროდ ვხედავთ, რომ ელჩებს ელჩობა აღარ სცხიათ და ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია უბრალოდ აღარ არსებობს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ.
მისივე თქმით, ნაცვლად ამისა, არსებობენ რადიკალური ძალები და ადამიანები, რომლებიც გამოირჩევიან ფაშისტური განცხადებებით.
„ქალბატონი ელენე ხოშტარიას განცხადება, რომ არ გადავიხდი არავითარ გირაოსო, არის რეალურად მისთვის გამოსავალი, რომ გაექცეს დავალების შესრულებას და თავის პატრონებთან თავი გაიმართლოს. პატრონს ეტყვის - რა გავაკეთო, მე ყველაფერი ვცადე, მაგრამ ვიყავი დაკავებული და შესაბამისად არ შემეძლო რევოლუციურ მოქმედებებში ჩავრთულიყავი სრულფასოვნადო. ეს არის მარტივად გაშიფვრადი სცენა, რასაც აკეთებს ქალბატონი ხოშტარია და რაც გაუკეთებია სხვებსაც - გვარამიას, მელიას. მთავარი არ არის ამ ადამიანების მოქმედება, მათი დავალებაა, რომ ჩაიდინონ დანაშაული. თუნდაც, ჰოლანდიის ელჩის მოქმედება - არ თქვას არავინ, რომ მან არ იცოდა ის, რომ ხოშტარიამ ქართული ოცნების საკუთრება - საარჩევნო ბანერი დააზიანა. შეუძლებელია ეს განმარტება გააკეთოს. ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ, მას ხვდება და თან კონსპირაციულად. რა არის ეს, თუ არა, დანაშაულის ჩადენის მოწონება და ამავდროულად წახალისება?
სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ელჩებს ელჩობა აღარ სცხიათ, ჩვენს ქვეყანაში ოპოზიცია უბრალოდ აღარ არსებობს. არსებობს რადიკალური ძალები, არსებობენ ფაშისტური განცხადებებით გამორჩეული განცხადებები და ზოგიერთები, რომლებსაც გონება იმდენად აქვთ დაბინდული, რომ არ შეუძლიათ გაარჩიონ თეთრი შავისგან და ელენე ხოშტარია ჰგონიათ რუსეთთან მებრძოლი ადამიანი“, - განაცხადა გორდულაძემ.