ვოლოდიმირ ზელენსკი ვიშეგოროდში ჩავიდა

ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევის ოლქის ქალაქ ვიშეგოროდში იმყოფებოდა, სადაც 23 ნოემბერს, რუსეთის ძალების იერიშს შვიდი ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 30 დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვი. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. 

უკრაინის პრეზიდენტმა ქალაქში რუსეთის სარაკეტო იერიშის შედეგად დანგრეული ოთხსართულიანი სახლი დაათვალიერა. ზელენსკი ასევე მივიდა ე.წ. „უძლველობის პუნქტში“, რომლებიც უკრაინულ ქალაქებში იხსნება. აღნიშნულ პუნქტებში მოქალაქეებს შეუძლიათ გათბნენ, ტელეფონები დატენონ და ინტერნეტით ისარგებლონ.

„ერთად ჩვენ გადავლახავთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ რთულ გზას, გადავლახავთ ყველა გამოწვევას და აუცილებლად გავიმარჯვებთ“, – ნათქვამია ზელენსკის მიერ სოციალურ ქსელები გავრცელებულ განცხადებაში.