თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მისცემს, ჩვენი ძალების სამიზნედ გადაიქცევა - მედვედევი

მედვედევი

"თუ NATO უკრაინას Patriot-ის სისტემებს მიაწვდის, ისინი დაუყოვნებლივ გადაიქცევიან ჩვენ სამიზნედ"- აცხადებს რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დმიტრი მედვედევი.

მედვედევი ამის შესახებ TWITTER-ზე წერს.

"როგორც სტოლტენბერგმა მიანიშნა, თუ NATO მიაწვდის კიევის ფანატიკოსებს Patriot-ის თავდაცვის სისტემებს, ისევე როგორც ალიანსის სხვა პერსონალს - ისინი დაუყოვნებლივ გადაიქცევა ჩვენი შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ. ვიმედოვნებ, რომ ჩრდილოატლანტიკური უძლურებისთვის ნათელია"- წერს მედვედევი TWITER-ზე.