სლავიანსკის მერი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს

უკრაინა

სლავიანსკის მერი ვადიმ ლიახი მოსახლეობას ქალაქის დატოვებისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, საჭიროა ქალაქში დარჩენილი მოსახლეობის დროული ევაკუაცია, რადგან რუსები სლავიანსკს ეტაპობრივად იკავებენ.

„ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის რაც შეიძლება სწრაფად ევაკუაცია. ბოლო რამდენიმე საათში ქალაქის დატოვება 144-მა ადამიანმა შეძლო, მათ შორის 20 ბავშვია“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, დონეცკის ოლქის ქალაქ სლავიანსკში ომის დაწყებამდე 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა.