ოკუპანტებმა ბახმუტის ორი მესამედი აიღეს - ISW

ბახმუტი

რუსს ოკუპანტებს ამ დროისთვის ბახმუტის ტერიტორიის 65% აქვთ დაკავებული. ამის შესახებ ომის შემსწავლელი ინსტიტუტის (ISW) ანგარიშშია ნათქვამი.

ISW-ის ექსპერტები გეოლოკაციურ ვიდეოებზე დაყრდნობით წერენ, რომ „ვაგნერის“ მებრძოლები სამხრეთიდან ქალაქის ცენტრამდე - კულტურის სასახლემდე არიან მისული, რომლის გვერდითაც საქალაქო საბჭო მდებარეობს.

„ქალაქის ჩრდილო-დასავლეთი ვაგნერს“ მთლიანად აქვს აღებული სამრეწველო კომპლექსი აზომი“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.