ბორის ჯონსონი კიევის საპატიო მოქალაქე გახდა

ჯონსონი და ზელენსკი

დიდი ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბორის ჯონსონს კიევის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ამის შესახებ კიევის მერმა, ვიტალი კლიჩკომ განაცხადა. 

„ბორის ჯონსონი არაერთხელ ეწვია უკრაინის დედაქალაქს, როგორც მშვიდობიან პერიოდში, ასევე რუსი აგრესორის წინააღმდეგ ჩვენი ბრძოლის დრამატულ დროს.

მან გააკეთა და დარწმუნებული ვარ, გააგრძელებს ყველაფრის კეთებას, რათა დიდმა ბრიტანეთმა და მსოფლიო ლიდერებმა უკრაინას საჭირო დახმარება გაუწიონ“, - განაცხადა ვიტალი კლიჩკომ.