უსახლკარო მამაკაცმა ლატარიაში 18 მილიონი მოიგო, რის შემდეგაც ნათესავებმა მისი სახლში წაყვანაზე იჩხუბეს (უცხოეთი)

ლატარეა

ტაილანდში უსახლკარო და ღარიბმა მამაკაცმა ლატარიაში 18 მილიონი ბათი  მოიგო

68 წლის სუტონი ცოტა ხნის წინ უსახლკარო იყო, თუმცა 1 დეკემბერს სუტონმა ჯეკპოტი მოიგო და მილიონერი გახდა. როდესაც მისი მოგების ამბავი მედია დაიბეჭდა, მოხუცი მამაკაცი მაშინვე გახდა ნათესავებისთვის ძვირფასი ადამიანი.

მოგების შემდეგ ნათესავები მასთან სხვადასხვა პროვინციიდან ჩავიდნენ და იჩხუბეს კიდეც, თუ ვინ წაიყვანდა სუტონს თავისთან სახლში. გამარჯვებულს ბანკის თანამშრომლებიც გამოეხმაურნენ, სხვადასხვა ბანკების წარმომადგენლები გამარჯვებულს სთხოვდნენ მათ ბანკში გაეხსნათ ანგარიში. ყოფილი უსახლკარო და ღარიბი კაცი ახლა ყველასთვის სასურველი ადამიანია.