უნგრეთი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში ბრუნდება

კონგრესმა ჰააგის სასამართლოს დასანქცირების კანონპროექტს მხარი დაუჭირა

უნგრეთის პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით მხარი დაუჭირა კანონს, რომლის საფუძველზე ბუდაპეშტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში დაბრუნდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

უნგრეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა 2025 წელს ქვეყნის მონაწილეობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში შეაჩერა.

როგორც Reuters-ი იუწყება, ორბანის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება იმ მოტივით მიიღო, რომ სასამართლო „პოლიტიზებული“ გახდა, თუმცა ახალმა პრემიერ-მინისტრმა პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ბუდაპეშტის წევრობას სასამართლოში აღადგენს.

აღსანიშნავია, რომ ორბანის მთავრობამ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოდან გასვლის გადაწყვეტილება 2025 წლის აპრილში მიიღო, ხოლო მოგვიანებით უნგრეთში ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ჩავიდა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ნეთანიაჰუს დაკავების ორდერი აქვს გაცემული.