„მძღოლი დაჯარიმდება 200 ლარით“ - შსს განცხადებას ავრცელებს
1763102942
საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, თურქული C130 ტიპის სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის კატასტროფის შედეგად დაღუპულ ჯარისკაცებს ანკარას პროვინციის მურთედის საჰაერო ბაზაზე სამხედრო ცერემონიით ემშვიდობებიან. ამის შესახებ ინფორმაციას თურქელი მედია ავრცელებს.
მედიის ინფორმაციით, ანკარის სასამართლო მედიცინის ინსტიტუტში ფორმალური პროცედურების გავლის შემდეგ, დაღუპულები მურთედის საჰაერო ბაზაზე გადაასვენეს, სადაც მათთან გამოსამშვიდობებელი სამხედრო ცერემონია იმართება.
გავრცელებული ინფორმაციით, სამხედრო ცერემონიის შემდეგ, სამი დაღუპულის პანაშვიდი შუადღის ლოცვის შემდეგ, აჰმედ ჰამდი აქსექის მეჩეთში გაიმართება და მათ ანკარაში დაკრძალავენ. დანარჩენი 17 დაღუპული კი მშობლიურ ქალაქებში დაიკრძალებიან.