„ახლა სად ხარ ლაშიკო? სულ მიყვარხარ ჩემო ცაო… ჩემო ლაშიკო“ – სალომე ბაკურაძის ემოციური პოსტი
1762026435
თურქეთის სასამართლომ 11 პირს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა იანვარში ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთში, ბოლუს პროვინციაში, კარტალკაიას სათხილამურო კურორტზე მდებარე Grand Kartal Hotel-ში მომხდარი ხანძრის საქმეზე, რომელსაც 78 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ხანძრისას დაიღუპა 58 წლის ქართველი ემიგრანტი ქალი, ლაურა სალუაშვილიც. იგი კურორტზე იმ ოჯახთან ერთად იმყოფებოდა, სადაც მუშაობდა. სამწუხაროდ, ამ ოჯახის წევრებიც დაიღუპნენ: ორი მცირეწლოვანი გოგონა (6 და 9 წლისები) და მათი დედა. ლაურა სალუაშვილი, 6 წლის გოგონა და ბავშვების დედა ბოლით გაიგუდნენ, ხოლო უფროსი გოგონა დაიწვა და მისი ცხედრის ამოცნობა მხოლოდ მამის დნმ-ით გახდა შესაძლებელი.
გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველებმა დააკავეს 20-მდე პირი, მათ შორის, სასტუმროს მფლობელი – ჰალიტ ერგული. გამოძიების ცნობით, ხანძრის მიზეზი გახდა საუზმის მომზადებისას სამზარეულოში გრილზე დაღვრილი ცხიმი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის ჩასაქრობად სამზარეულოს თანამშრომლებმა ცეცხლმაქრის ნაცვლად წყალი გამოიყენეს, რის გამოც ცეცხლი უფრო სწრაფად გავრცელდა და ზედა სართულებსაც მოედო. სასტუმროში არ ამუშავდა სახანძრო სიგნალიზაცია, ამიტომ დამსვენებლებმა, რომლებსაც ეძინათ, საფრთხის შესახებ დროულად ვერ შეიტყვეს.
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა და განაცხადა, რომ მკაცრად დაისჯებოდა ყველა, ვისაც ამ ტრაგედიაში ბრალი მიუძღოდა.
ექსპერტების თქმით, სათხილამურო კურორტზე მდებარე სასტუმროს არ ჰქონდა ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ელემენტარული ზომები.
სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა 11 პირს, მათ შორის, სასტუმროს მფლობელს – ჰალიტ ერგულს, ადმინისტრაციის წევრებს, მენეჯერებს, პერსონალს, მერის ერთ-ერთ მოადგილეს და სახანძრო სამსახურის თანამშრომლებს.